Sunday, April 30, 2017

მე-7 დღის რეფლექსია

ტრენინგ-მოდულის მე-7 დღეს მიმოვიხილეთ საშინაო დავალება. გავიხსენეთ, თუ როგორი უნდა იყოს მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, ვიმუშავეთ პრეზენტაციაზე, ვისწავლეთ მოსწავლის ნამუშევრის ბლოგზე გამოქვეყნება, მოსახდინეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების ნიმუშის ატვირთვა დრაივში.

მოსწავლის ნაშრომი

Saturday, April 29, 2017

მე-6 დღის რეფლექსია

ტრენინგის მეექვსე დღეს ტრადიციულად მიმოვიხილეთ საშინაო დავალება, გავიხსენეთ ბლოგზე ახალი გვერდების ჩამატება, დავიწყეთ მუშაობა მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაციის შექმნაზე, გავეცანით საავტორო უფლებებს და მოსწავლის ნაშრომის შეფასების კრიტერიუმებს, გავეცანით გამოყენებული ლიტერატურის შაბლონს, შევქმენით ახალი საქაღალდეები.

მე-5 დღის რეფლექსია

ტრენინგ-მოდულის მეხუთე დღე საშინაო დავალების მიმოხილვით დავიწყეთ.გავწერეთ ბლოგზე მიმართულების მიმცემი კითხვები, გავიხსენეთ  ბლოგზე ახალი გვერდების ჩამატება, მოვახდინეთ ურთიერთშეფასება მიმართულების მიმცემ კითხვებზე და მივიღეთ უკუკავშირი.

Sunday, April 23, 2017

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

ზოგადი 

1.  როგორ ეხმარება მათემატიკა ადამიანს სამყაროს შემეცნებაში?

თემატური

1.რატომ არის სიმეტრიების დაცვა საჭირო?
2.როგორ წარმოგიდგენიათ ჰარმონიის სამყარო?


შინაარსობრივი
1.რა არის პროპორციის ოქროს კვეთა?
2.რა კანონზომიერებით ხასიათდება ფიბონაჩის რიცხვები?
3. რა კავშირია ოქროს კვეთასა და ფიბონაჩის რიცხვებს შორის? 4. სად გვხვდება ოქროს კვეთის ნიმუშები?

Saturday, April 22, 2017

მე-4 დღის რეფლექსია



    მოვახდინეთ ბლოგზე გვერდების ჩამატება, გავეცანით პროექტის მიმართულების მიმცემ საკვანძო საკითხებსა და კითხვებს, მივეცით ერთმანეთს რჩევები, შევქმენით შეფასების დროის ჩარჩო, გავწერეთ შეფასების ინსტრუმენტების მოკლე ანალიზი.


Sunday, April 9, 2017

მე - 3 დღის რეფლექსია

ტრენინგის მესამე დღეს გავიხსენეთ სასწავლო პროექტების იდეები, გავიგეთ, თუ როგორ  გავწეროთ პროექტის მიზნები თანმიმდევრულად, შევქმენით სამუშაო კალენდარი, ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე.

პროექტის სასწავლო მიზნები

                               
  1. მოსწავლეები ინტერნეტ სივრცესა და სხვადასხვა ლიტერატურაში მოიძიებენ ინფორმაციას მათემატიკის გამოყენების ნიმუშებს ხელოვნებაში, ლიტერატურასა და ბუნებაში;
  2. დაგეგმავენ თავიაანთ მოქმედებებსა და გაწერენ დროში;
  3. აკონტროლებენ საკუთარი სწავლის პროცესს;
  4. დაამყარებენ კონტაქტს სხვადასხვა ადამიანებთან;
  5. შეისწავლიან გარემომცველი სამყაროს სილამაზისა და ჰარმონიის კანონს;
  6. გაანალიზებენ კავშირს გარე სამყაროში მიმდინარე მოვლენებს შორის;
  7. მიიღებენ საკუთარი კვლევის შედეგების სხვისთვის გაცნობის პრაქტიკასა და გამოცდილებას. 

.