პროექტზე დაფუძნებული სწავლება
Tuesday, May 16, 2017
მე-9 დღის რეფლექსია
ტრენინგ-მოდულის მე-9 დღე შემაჯამებელი იყო. ამ დღეს თითოეული ჩვენთაგანი პრეზენტატორის როლში ვიხილეთ. მოვისმინეთ და ვნახეთ ერთმანეთის პრეზენტაციები, მივიღეთ რჩევები და რეკომენდაციები კოლეგებისაგან, რაც ხელს შეგვიწყობს პროექტის უკეთ დაგეგმვასა და განხორციელებაში. ტრენინგი ძალიან მნიშვნელოვანი იყო საკუთარი პროფესიული განვითარებისათვის, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის თავისი საქმის პროფესიონალს ქალბატონ ლალი გიგაურს. მადლობა მას გაწეული მუშაობისათვის.
Saturday, May 6, 2017
მე-8 დღის რეფლექსია
ტრენინგ-მოდულის მე-8 დღეს გავიხსენეთ წინა კვირის დავალებები, გავეცანით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების ადაპტირებას. ვიმუშავეთ და შევაცადეთ სრულყოფილებაში მოგვეყვანა ჩვენი პორტფელიო. ვიმუშავეთ აგრეთვე პროექტის შეფასების რუბრიკაზე. დღე იყო საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი.
Sunday, April 30, 2017
მე-7 დღის რეფლექსია
ტრენინგ-მოდულის მე-7 დღეს მიმოვიხილეთ საშინაო დავალება. გავიხსენეთ, თუ როგორი უნდა იყოს მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, ვიმუშავეთ პრეზენტაციაზე, ვისწავლეთ მოსწავლის ნამუშევრის ბლოგზე გამოქვეყნება, მოსახდინეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების ნიმუშის ატვირთვა დრაივში.
Saturday, April 29, 2017
მე-6 დღის რეფლექსია
ტრენინგის მეექვსე დღეს ტრადიციულად მიმოვიხილეთ საშინაო დავალება, გავიხსენეთ ბლოგზე ახალი გვერდების ჩამატება, დავიწყეთ მუშაობა მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაციის შექმნაზე, გავეცანით საავტორო უფლებებს და მოსწავლის ნაშრომის შეფასების კრიტერიუმებს, გავეცანით გამოყენებული ლიტერატურის შაბლონს, შევქმენით ახალი საქაღალდეები.
მე-5 დღის რეფლექსია
ტრენინგ-მოდულის მეხუთე დღე საშინაო დავალების მიმოხილვით დავიწყეთ.გავწერეთ ბლოგზე მიმართულების მიმცემი კითხვები, გავიხსენეთ ბლოგზე ახალი გვერდების ჩამატება, მოვახდინეთ ურთიერთშეფასება მიმართულების მიმცემ კითხვებზე და მივიღეთ უკუკავშირი.
Sunday, April 23, 2017
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი
1. როგორ ეხმარება მათემატიკა ადამიანს სამყაროს შემეცნებაში?
თემატური
1.რატომ არის სიმეტრიების დაცვა საჭირო?
2.როგორ წარმოგიდგენიათ ჰარმონიის სამყარო?
შინაარსობრივი
1.რა არის პროპორციის ოქროს კვეთა?
2.რა კანონზომიერებით ხასიათდება ფიბონაჩის რიცხვები?
3. რა კავშირია ოქროს კვეთასა და ფიბონაჩის რიცხვებს შორის? 4. სად გვხვდება ოქროს კვეთის ნიმუშები?
1. როგორ ეხმარება მათემატიკა ადამიანს სამყაროს შემეცნებაში?
თემატური
1.რატომ არის სიმეტრიების დაცვა საჭირო?
2.როგორ წარმოგიდგენიათ ჰარმონიის სამყარო?
შინაარსობრივი
1.რა არის პროპორციის ოქროს კვეთა?
2.რა კანონზომიერებით ხასიათდება ფიბონაჩის რიცხვები?
3. რა კავშირია ოქროს კვეთასა და ფიბონაჩის რიცხვებს შორის? 4. სად გვხვდება ოქროს კვეთის ნიმუშები?
Subscribe to:
Posts (Atom)