Tuesday, May 16, 2017

მე-9 დღის რეფლექსია

ტრენინგ-მოდულის მე-9 დღე შემაჯამებელი იყო. ამ დღეს თითოეული ჩვენთაგანი პრეზენტატორის როლში ვიხილეთ. მოვისმინეთ და ვნახეთ ერთმანეთის პრეზენტაციები, მივიღეთ რჩევები და რეკომენდაციები კოლეგებისაგან, რაც ხელს შეგვიწყობს პროექტის უკეთ დაგეგმვასა და განხორციელებაში. ტრენინგი ძალიან მნიშვნელოვანი იყო საკუთარი პროფესიული განვითარებისათვის, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის თავისი საქმის პროფესიონალს ქალბატონ ლალი გიგაურს. მადლობა მას გაწეული მუშაობისათვის.

No comments:

Post a Comment